|
2016-09-24 12:49:33, 722 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელიამ მარტვილში მინი-ფეხბურთში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მარტვილის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას ინიციატივითა და მარტვილის შტაბის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში მიმდინარე ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს „ქვედა ნაგვაზაოსა“ და „მარტვილის ცენტრის“ გუნდები შეხვდნენ. გათამაშდა სამი ადგილი, მესამე ადგილზე გავიდა „ბანძა“, მეორე ადგილი „ქვედა ნაგვაზაოს“ ერგო, ხოლო გამარჯვება „მარტვილის ცენტრმა" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ოთარ დანელიამ „ქართული ოცნების“ გარდამავალი თასი გადასცა. “მისასალმებელია ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ისინი აქტიური სპორტული ცხოვრებით არიან დაკავებულები და მხარდაჭერა სჭირდებათ. განახლებული ინფრასტუქტურა, კეთილმოწყობილი საწვრთნელი ბაზები ადგილობრივ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სპორტით დაკავდნენ. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ. აღნიშნულ ტურნირში მარტვილის მუნიციპალიტეტის 24 სოფლის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. ჯამში 220-მა მოყვარულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)