|
2016-09-23 18:16:51, 770 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თამარ ჩუგოშვილი და პარტიის წევრი სოფო ქაცარავა ესწრებოდნენ. „ქართული ოცნების“ წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. „განსაკუთრებით გავაცანით ის, თუ რა ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია იყოს მაქსიმალურად მშვიდი და სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი არის საარჩევნო გარემო, რამდენად კონკურენტული, თავისუფალია. ასევე, როგორი არის მედია გარემო ამ კონკრეტულ საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ის ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ ვთხოვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილებას ამ კამპანიის შვიდობიანად ჩატარებაზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)