09:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 15:06:34, 909 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დასრულებულა და გრძელდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას არ მიჩანია, რომ ხელისუფლებამ ე.წ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაასრულა.

„არ მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენ დავასრულეთ, გრძელდება და  მესმის, რომ ამდენი ადამიანი დღეს ელოდება სამართლიანობის აღდგენას, იმდენად დიდია მასშტაბი დაზარალებული ადამიანების“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ საბჭოს წევრმა.

„ჩვენ რომ დაგვეწყო შურისძიება და დაგვეწყო ძალიან მოკლე გზით მათთან ანგარიშსწორება, წარმოიდგინეთ ეს რა სახეს მიიღებდა. ჩვენ ვერასოდეს ვერ გამოვიდოდოთ პიროვნული, ჯგუფური გარჩევებისგან, იმიტომ, რომ თუ პროცედურას არ დავიცავდით და თუ კანონის სტანდარტებს ნაბიჯ-ნაბიჯ არ მივყვებოდით, მაშინ დაიწყებოდა პერსონალური ანგარიშსწორებები,ანუ მოკლე გზით სიარული, როგორც ეს ხდებოდა ადრე“,-აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიამ გაიხსენა, თუ როგორ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს საჯარო დაპატიმრებები და ქონების წართმევა.

„მახსოვს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან დაიწყო საჯარო დაპატიმრებები და ქონების წართმევა ყაჩაღური გზით და არ არსებობდა კანონი, რომლითაც ქონებას ჩამოართმევდი ადამიანს და ფონდში გადარიცხავდი. 2004 წელს მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მორალურად მართლები ვართო. შევარდნაძის რეჟიმის დროს ამ ადამიანება ფული მოიპარესო. მერე რაო, რომ კანონით ვერ ვუმტკიცებთო”,-განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ არაპოპულარული გზა აირჩია, დაიწყო პროცედურების გზით საქმეების განხილვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics