00:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:54:55, 583 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის  წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს.  

„კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება რთველის პროცესი.  ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის მოცულობის მიხედვით, მიმდინარე კვირა იყო პიკური, ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 6 ათას ტონას გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს, რომ არც ერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნება და რთველი 2016 წარმატებით და შედეგიანად დასრულდება“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

23 სექტემბრის 14:00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა  67,5 ათას ტონამდე ყურძენი.  გადამუშავებულია 35,5 ათასი ტონა რქაწითელი, 27,9 ათასი ტონა საფერავი,  2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

 ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა   მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 59 მლნ ლარი შეადგინა.  

რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 901 ტონა. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24 ათასი ტონა, ყვარელი - 16,5  ათასი ტონა, თელავი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  1,7 ათასი ტონა, საგარეჯო -  910 ტონა და ახმეტა -  930 ტონა.  

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: 
კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი; 
 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic .

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics