00:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:55:20, 590 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის  მემორანდუმი გაფორმდა.   

მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

დოკუმენტს ხელი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს.

მხარეთა შეთანხმებით, სააგენტო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმების მხარდაჭერა და ინფორმაციის გავრცელება Worknet-ზე რეგისტრირებულ სამუშაო მაძიებლებში;  მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს კადრების ჩართვა იმ მომენტისთვის არსებულ პროფესიული სწავლების პროგრამებში; და ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრს შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის შედეგების შესახებ.

თავის მხრივ, ცენტრი  ვალდებულია ვაკანსიის ან სტაჟირების არსებობის შემთხვევაში, განათავსოს ინფორმაცია Worknet-ზე; ცენტრის ბენეფიციარებს მიაწოდოს ინფორმაცია Worknet-ის შესახებ და შესთავაზოს აღნიშნულ დასაქმების პლატფორმაზე დარეგისტრირება; კონკრეტული ვაკანსიის პირობებში მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს, Worknet-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ან უარის თქმის შესახებ;მიიღოს მონაწილეობა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში; მიიღოს მონაწილეობა სააგენტოს მიერ ჩატარებულ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევაში (წელიწადში ერთხელ).

ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით  „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“  ჩატარდება.  ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე  ახალგაზრდა, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო)  ხარისხი მოიპოვეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics