|
2016-09-23 14:29:32, 2452 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში შეიარაღებულ თავდასხმას 3 პოლიციელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა
ტაილანდის სამხრეთ პროვინცია იალაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და 2 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცველებზე ავრცელებს. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, ჩამნანა ბჰუტპაკდის განცხადებით, თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობის მახლობლად, გზაზე აფეთქდა. ინციდენტის შედეგად პოლიციის 3 თანამშრომელი ადგილზევე დაიღუპა. მედია საშუალების ინფორმაციით, მეორე თავდასხმა ავტომობილიდან მოხდა, როდესაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 2 სხვა ოფიცერი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ცნობისთვის, ტაილანდის სამხრეთ პროვინცია იალა ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული, რომლებიც ექსტრემისტული და სეპარატისტული დაჯგუფებების აქტიური მხარდამჭერები არიან. აღნიშნული დაჯგუფებები თავდასხმებს რეგულარულად ახორციელებენ. მონიტორინგის ჯგუფის Deep South Watch-ის ცნობით, 2004 წლიდან მათ თავდასხმებს 6500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)