00:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 13:20:49, 676 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში თელავში ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქართული ღვინის დღე აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის  ასოციაცია.

გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ  მიმდინარე წელს ქართული ღვინის  კვირეული 

გაიმართებოდა.

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით,  საქართველოს რეგიონების მასშტაბით  არაერთი ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ღვინის გამოფენა-დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინოჩვენება. თელავში, მარნეულსა და აჭარის რეგიონში გაიმართება ღვინის ფესტივალები. ჩატარდება ღვინის კონკურსი, რომლის გამარჯვებულსაც  საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის ორდენი გადაეცემა.

22  სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეულის გახსნის აღსანიშნავად,  ქ. თელავში,  სახალხო ზეიმი - ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. ღონისძიებაზე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა/დეგუსტაციაც  (ყველი, თაფლი, ჩირი, ჩაი, ხილი) გაიმართა.  
ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული ტრადიციული, ქართული მრავალხმიანი სიმღერები ქმნიდა.

ღვინის ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ივერი ახალბედაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics