|
2016-09-23 12:57:09, 650 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი დევნილებს შეხვდა
12 000 მდე ადამიანს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, მაგრამ იმედი მაქვს ეს იქნება დროებითი, ვიმედდოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურ გეგმაზე თუ როგორ გავააქტიუროთ შერიგების პროცესი. თუ როგორ გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები ამ კუთხით. ეს არ არის ილუზიები, ეს არის ძალიან პრაგმატული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება დევნილების საკუთრება მაგრამ დიდი იმედი გვაქვს არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი", - განაცხადა მან. კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ისნის რაიონში სოციალური პრობლემები არსებობს. ის მოსახლეობას მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)