|
2016-09-23 12:55:48, 641 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა N9 უბნის ამომრჩეველთან გაიმართება. შეხვედრაზე საუბარი იყო ენერგეტიკის სექტორში სულ მცირე 3 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე, რაც, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე. „სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა სამჯერ გაიზრდება და 5 ათასს გადააჭარბებს, აგროდაზღვევას მიიღებს ორჯერ მეტი ადამიანი და ბენეფიციართა რიცხვი 50 ათასს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებში ახალი სტადიონების მშენებლოავსაც. "მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ქალაქებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სპორტის სასახლეები, აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ღია სატრენაჟორო სივრცეები.ვისაუბრე ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე და გეგმებზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)