|
2016-09-23 12:44:54, 744 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: ივანიშვილი არის, იყო და რჩება არაფორმალურ მმართველად
ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ყველამ აქამდე ვიცოდით. ის, რომ არაფორმალური მმართველი არის, იყო და რჩება ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარის, მიერ გიორგი კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მათი ამოცანაა, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. "ივანიშვილი არის, იყო და რჩება არაფორმალურ მმართველად და ეს ყველამ კარგად იცოდა, რესპუბლიკელები კი ხელს აფარებდნენ. სხვაგვარად ცდილობდნენ წარმოეჩინათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის არა ამ რაღაც შიდა დისკუსიებში შესვლა და გარკვევა, ვინ იყო მართალი უსუფაშვილსა და იავნიშვილს შორის მიმოწერაში, არამედ, ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ამ ძალიან მანკიერი, არაფორმალური მმართველობის სისტემის მალე დასრულება. ეს მოხდება 8 ოქტომბერს“, - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)