2016-09-23 12:35:50, 1085 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებას საშუალება ექნება, ცესკო-ში ხმის დათვლის პროცესს live-რეჟიმში დააკვირდეს
საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების დღეს საზოგადოებას საშუალება ექნება, ცესკო-ში ხმის დათვლის პროცესს YouTube-სა და Facebook-ის საშუალებით live-რეჟიმში დააკვირდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადს.
მისივე განმარტებით, ეს კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორ ობიექტურად ითვლის ცესკო ხმებს.
" პირველად ისტორიაში, არჩევნების დღეს ცესკო ორგანიზებას გაუწევს და ხელმისაწვდომს გახდის ხმის დათვლის ცენტრს. საზოგადოებას ვთავაზობთ, live პრინციპით, ცესკო-ს ოფიციალური ვებგვერდის, იუთუბისა და ფეისბუქის საშუალებით, პირდაპირ უყუროს, თუ როგორ თვლის ხმებს ცესკო",- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან