|
2016-09-23 11:46:02, 796 ნახვა
პოლიტიკა
კელი: ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც საქართველოშია
ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კელის თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, თუმცა მთავარი საკითხი მაინც საპარლამენტო არჩევნები იყო. „შს მინისტრმა დეტალურად გაგვაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. მე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია. საარჩევნო კამპანიისას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ხდება ინციდენტებიც, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ექცევა საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებთან ამ თემებზე და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ გარანტიები იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო გარემოში”, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)