|
2016-09-22 22:01:30, 1979 ნახვა
მსოფლიო
ფინანსური სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანად დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი დასახელდა
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ფინანსურის სამყაროს ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა. სააგენტო "ბლუმბერგმა" მეორე ადგილი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს არგო, ხოლო მესამე ადგილს ტრამპის კონკურენტი ჰილარი კლინტონი იკავებს. ამავე სიაში მეოთხეა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს “ბლუმბერგის” რეიტინგში 30-ე ადგილი ერგო. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ხდება სულ უფრო იზოლირებული, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები ქვეყანაში ფულს თითქმის აღარ აბანდებენ. სიაში ასევე მოხვდნენ ცნობილი ბიზნესმენები და ინვესტორები, როგორებიც არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, ინვესტორი უორენ ბაფეტი, Tesla-ს და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, JP Morgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმს დაიმონი. ამას გარდა, რეიტინგში დასახელებულები არიან რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარიო დრაგი, აშშ-ის ფინანსური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი და ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარე ჩჟოუ სიაოჩუანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)