08:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 18:47:25, 760 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგმა დავით უსუფაშვილს პარლამენტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს 8 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.

"პატივცემულო თავმჯდომარე, ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ასევე, ჩემი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი საქართველოში ვიზიტის დროს თქვენთან და პარლამენტის წევრების ფართო სპექტრთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის.

ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული იყო. მოკავშირეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია და საერთო ეროვნულმა კონსესუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მე ასევე დავინახე საქართველოს დიდი ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, მისი შეშფოთება რუსული პროპაგანდის ძალისხმევასთან დაკავშირებით და ნათელი მოლოდინი, რომ მომავალმა არჩევნებმა უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები დააკმაყოფილოს.

ზოგადად კი, ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო.

მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დიალოგის გაგრძელებას",-ნათქვამია წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics