14:48 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 18:44:14, 1324 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის პროცესის ძირითადი განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შეიკრიბა და გიორგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის პროცესის ძირითადი განხილვა მიმდინარეობს.

სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გახსნა.

პაპუაშვილის განცხადებით, მხარეებს მოეხსენებინათ მათი შუამდგომლობების შესახებ, რომელიც მოსამართლეების აცილებას ეხებოდა. 

მხარეები ოთხი მოსამართლის აცილებას ითხოვენ. კერძოდ, დაცვის მხარე მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილებას ითხოვს. პარლამენტის წარმომადგენელი - ქეთევან ერემაძის და კონსტანტინე ვარძელაშვილის. მხარეებმა თავიანთი არგუმენტები პროცესზე წარმოადგინეს.

"ჩვენ ვაყენებთ ორი მოსამართლოს შუამდგომლობას. თუ დადასტურდება სარჩელების შეცვლის ფაქტი, ჩვენ ქეთევან ერემაძისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას მოვითხოვთ", - განაცხადა თამარ მესხიამ. 

ე.წ კაბელების საქმის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა კი განაცხადა, რომ სარჩელში არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა.

"ეს ჩემი შეურაცხყოფაა, რაც კი მიმიღია ჩემი ადვოკატობის პერიოდში. არავითარი ცვლილება არ მომხდარა სარჩელში, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. ამიტომ, ეს შუამდგომლობა, რომელიც შემოიტანეს, მიმაჩნია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ძალაინ სამწუხაროა, რომ ამ საკითხის პოლტიკურ კონტექსტში გადავიდა და ადამიანები ეწირებიან. მერაბ ტურავასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ის საუკეთესო სისხლის სამართლის სპეციალისტია, თუმცა მანამდე არცერთი შეკითხვა არ დაუსვამს ამ საქმეებზე და შემდეგ ისაუბრა მედიით სარჩელის შეცვლაზე", - განაცხადა ბარათაშვილმა.

როგორც სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, ის მოსამართლის ოთარ სიჭინავას აცილების საკითხს აყენებს. 

"სიჭინავას მიკერძოებაც ცალსახაა, ტელეკომპანია "იმედზე" განაცხადა, რომ უტაქტოდ გამოვიქეცით პროცესზე და სასამართლო ცუდად მოვიხსენიეთ. ეს მცდარი ინფორმაციააა, ამიტომ ოთარ სიჭინავას მიკერძოებაში შემაქვს ეჭვი. ისიც, რომ წინა სასამართლოზე არ დაესწრო და ყველამ ვნახეთ, რომ შეგნებულად აარიდა თავი, ვაყენებ მისი აცილების საკითხს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მოსამართლეებზე აცილების მოთხოვნა უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა და ისაუბრა იმ არგუმენტებზე, რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს პარლამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

"როცა მოსამართლეები პროცესებზე არ აქვთ კითხვები და შემდეგ, რატომღაც პარლამენტის შეფასებების შემდეგ დგება შუამდგომლობა, ეს ცალსახაა რომ პოლიტიკური პროცესებია. თუ დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო ამ შუამდგომლობას, ეს იქნება მმართველი გუნდის ინტერესების გატარება სასამართლოს მხრიდან, რადგან ეს შუამდგომლობა ერთი ერთში პასუხობს მმართველი გუნდის პოზიციას. ბესელიას და ვოლსკის პოზიციას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics