23:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:41:07, 739 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტსა და შპს „ლეგენდარტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და შპს „ლეგენდას“ დირექტორმა მამუკა ჭოხონელიძემ.

დღეისათვის, 12-მა ადამიანმა, მათ შორის 2-მა შშმ პირმა, რომლებიც შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე იყვნენ რეგისტრირებულები, მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების დახმარებით, კერძო კომპანიაში სტაჟირება სექტემბრიდან დაიწყეს. სტაჟირება 2-3 თვეს გასტანს და ყველაზე წარმატებული 6 ადამიანი დასაქმდება, დანარჩენი ტრენინგის მონაწილეები, კი ახალ შრომით უნარებსა და სპეციალობებს შეიძენენ. სახელმწიფო თითოეულ ამ პირს, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადის სტაჟირებას, სტიპენდიის სახით, დაუბეგრავად, 150 ლარს გადაუხდის.

კერძო კომპანია „ლეგენდარტ“ საგანმანათლებო საქმიანობას 2003 წლიდან ეწევა და ტიხრული მინანქრის განვითარების, სადაც სრულყოფისა და პოპულარიზაციის მიზნით, ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნოს ფუნქციონირებს. მარიამ ბეზარაშვილი ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნოში იმ პირებს შეხვდა, რომლებიც მხარდაჭერითი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ადგილზე სტაჟირებას გადიან.

მხარეები ურთიერთშეთანხმებით იღებენ ვალდებულებას, რომ კერძო კომპანია მონაწილეობას მიიღებს დასაქმების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, ხოლო ვაკანსიის შემთხვევაში ინფორმაციას მიაწვდის სააგენტოს. თავის მხრივ, სააგენტო მოთხოვნისას უზრუნველყოფს ვაკანსიის/სტაჟირების შემთხვევებში პირობების შესაბამისი კადრების მოძიება/შერჩევას და დამსაქმებლისათვის მიწოდებას. ასევე მხარეები შეიმუშავებენ გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics