|
2016-09-22 13:48:11, 714 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: სააკაშვილმა კახელი გლეხებისთვის სუბსიდირების მიცემაზე უარი მითხრა - შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი ერთ ლარზე მეტი უნდა იყოს. როგორც ივანიშვილმა კახეთში განაცხადა, გარკვეული მიზეზების გამო, ყურძენზე რეალური ფასი არ გვაქვს, თუმცა, ექს-პრემიერი დარწმუნებულია, ვითარება გამოსწორდება. ამასთან, ივანიშვილმა ამ მხრივ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებული ვითარება გაიხსენა და "ოცნების" დროს, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა: "დღესაც ვფიქრობ, რომ ყურძენი ერთი ლარი არ უნდა ღირდეს. მეტი უნდა ღირდეს. მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ ისტორია და არ შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი, თუ არა გვაქვს მიზეზები შესატყვისი. ცოტა დროც მოითმინეთ და მიეცემა რეალური ფასი. უარესობა არ მოგვიტანია. 9 წლის განმავლობაში ექსპორტზე გატანილი ღვინიდან მიღებული შემოსავალი 472 მლნ დოლარი იყო. 4 წლის განმავლობაში თუარ ვცდები, 527მლნ. 4 წელიწადში გაცილებით მეტია, ვიდრე 9 წლის განმავლობაში, შემთხვევითია? 2005-2006 წლებში მე ვაძლევდი სუბსიდირებას კახელ გლეხებს. მესამე წელიწადს უარი მითხრეს, შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო. ქართულ ყურძენს და ღვინოს ფასი არ აქვს, მაგას ევროპაში ვერსად გაიტანო მითხრეს. 2011 წელს მოკრეფვა აუკრძალეს გლეხს იმიტომ, რომ ვერსად მიჰქონდათ. ეს იყო რეალობა. ნახეთ რამხელა ნახტომია. მე-4 რთველი მიდის და წარმატებულად. არაა 1 ლარი კარგი ფასი, მაგრამ მოლაპრაკებები გრძელდება და ფასი მეტი იქნება",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)