2016-09-22 13:04:53, 649 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ავტომობილის გარეშე გადაადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება
რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა იმართება.
აქციაში სხავდასვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები მონაწილეობენ. მსველობაში, ასევე მომნაწილეობენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ევროკავშირის ელში საქართვლეოში იანოშ ჰერმანი.
აქციის მიზანია, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ პირადი ავტომობილებით სარგებლობისაგან და ფეხით გადაადგილდნენ.
ცნობისთვის, ეს თარიღი 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იგი მიზნად ისახავს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობას, გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპუილარიზაციას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან