|
2016-09-22 12:54:32, 1108 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: მთავრობა ანგელოზებით ვერ იქნება დაკომპლექტებული
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი კიდევ უფრო მკაცრად იცავს სტანდარტებს, რომელიც მან დაამკვიდრა. როგორც ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში განაცხადა, სტანდარტების დაცვაში გულისხმობს იმას, რომ კანონი პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენელმა უნდა დაიცვას. "დამოკიდებულებაა კვირიკაშვილის კიდევ უფრო მკაცრი, ვიდრე იყო ჩემს დროს.კვირიკაშვილს ჩემზე მკაცრად ექნება სტანდარტები დაცული. კანონი უნდა დიცვას პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენელმა. მინისტრმა უნდა დაიცვას კანონი.სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრის ჯიბე არაა. ეს ნუ ეგონებათ. მაგალითი კარგი გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის. აქაც ახლა ანგელოზებით ვერ იქნება დაკომპლექტებული მთავრობა.რეგიონებში გამოცდილება კიდევ უფრო დაბალია და ამის კონტროლი და ანალიზი კიდევ უფრო რთულდება.შემთხვევები იყო გამგებელთან, კიდევ შეიძლება გავიგონოთ სადღაც რაღაც, ხშირად გამოუცდელია გამგებელი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მთავარია, ხელისუფლების სურვილია, დანაშაული არ დაუშვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)