|
2016-09-22 12:23:53, 611 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი თანასოფლელებს ადგილობრივმა მცხოვრებმა, ჯალალ კარაევმა წარუდგინა, რომელმაც გოგი მეშველიანის მიერ გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. “ეს ადამიანი არის ბოლნისელი, ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტს, იცის თითოეული სოფლის, დასახლების პრობლემა”, - აღნიშნა კარაევმა. შეხვედრაზე ადგილობრივებს საკრებულოს წევრმა ვუგარ ისაევმა და აბაი ფაშაევმა მიმართეს, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. "ქართული ოცნება" არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს ძირეულ რეფორმებს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)