07:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 11:09:47, 966 ნახვა

პოლიტიკა
გიგიაძე ვიზალიბერალიზაციაზე: შესაძლებელი იყო სრულიად მარტივად საქართველოსთან მიმართებით ცალკე პროცესის გაგრძელება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმედოვნებს,  ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, საქართველოს საკითხის განხილვა  უახლოეს მომავალში დღის წესრიგში  ისევ დადგება.

როგორც გიგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება:

"იცით, რომ გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ვროკავშირის  საბჭოს ფარგლებში, მაგრამ გუშინაც ჩვენი საკითხი არ იქნა გათვალისწინებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  უახლოეს მომავალში ჩვენი საკითხი დადგება ისევ დღის წესრიგში. ვფიქრობ, ეს მოხდება მიმდინარე თვის ბოლომდე",-აღნიშნა გიგიაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი  ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული:

 "იმედი გვაქვს, როგორც  კი, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მოხდება საქართველოს საკითხის განვითარება. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო სრულიად მარტივად საქართველოსთან მიმართებით ცალკე პროცესის გაგრძელება, ყველანაირი მიბმისა და დაკავშირების გარეშე, ჩვენთან მიმართებით პროცესის დასრულება, ხოლო ამის შემდეგ თავისთავად ისედაც იქნებოდა დაკავშირებული საბოლოო ჯამში შეჩერების მექანიზმთან, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება შიგნითაა მიღებული",-განაცხადა გიგი გიგიაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics