|
2016-09-21 18:51:20, 724 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: სააკაშვილს და ივანიშვილს სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ
სააკაშვილს და ივანიშვილს სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ, ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. "მიუხედავად იმისა, როგორ ისაუბრებს ის, ისე როგორც დღეს თუ ისე როგორც მანამდე რამდენიმე დღე, ეს ჩემზე და რესპუბლიკური პარტიაზე გავლენას ვერ იქონიებს. ჩვენ საჯარო ოპონირებას გავაგრძელებთ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან. ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, ამ პარტიის გამარჯვებისთვის ზრუნავს. ოპონირებაც მიწევს მასთან, ის ახმოვანებს ძირითად ხედვებს. მისგან გავიგეთ რომ 2/3 რაოდენობა სჭირდება პარლამენტში, რომ რეფორმირების პროცესი სწრაფად წავიდეს. ეს კონცეფცია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 2004 წელს მაშინაც მიხეილ სააკაშვილისას. ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შენდება პოლიტიკური მონოპოლისტების მიერ. ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა გამოავლინეს ეს თვისებები. სახელმწიფოს განვითარების ერთნაირი ხედვა აღმოაჩნდათ მათ,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)