07:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 18:29:41, 912 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი პუშკინის N21-ში ავარიული სახლების რეკონსტრუქციას და მოსახლეობის დახმარებას ითხოვს

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 21 ნომერში მდებარე ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პუშკინის 21 ნომერში დიდი საშიშროება იმისა, რომ საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრეს. მისივე განმარტებით, ხელისუფლება მხოლოდ მინიმალური ქირის გადახდით შემოიფარგლება.

 „ეს მდგომარეობა ხდება ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 21 ნომერში. გარედან შენობა ფასადურად არის შეღებელი, შიგნით შემოხვალთ და ტრაგედიაა. ამ ტრაგედიას 20 ოჯახი ებრძვის. აქ ყოველ წუთს არის იმის საშიშროება, რომ ეს საცხოვრებელი სახლი ჩამოიქცეს და დაინგრეს. ამ დროს კი, მთავრობა სრულიად უტოპიურ სისულელეში არის გადასული, ხოლო რაიონის გამგებელს და გამგეობას დებილის როლის აქვს. მე ვეკითხები რაიონის გამგებელს, ყველა იმ მაჟორიტარს, ვინც კი დადიოდა და იმყოფებოდა ამ სახლში. ამ ხალხმა რა უნდა ქნას? რა გზებს უნდა მიმართოს? როდემდე უნდა იცხოვრონ საფრთხის ქვეშ? სად წავიდნენ? მხოლოდ ქირის გადახდა სახელმწიფოს როლი არ არის. მაინტერესებს რა პასუხს აგებს სახელმწიფო. ვითომ ვითარდება ქვეყანა, გზები იგენა, მილიონები იხარჯება, შიგნით ამ დროს კი რა ხდება. თქვენ სამწუხაროდ სააკაშვილის ლაქიობა გააგრძელეთ“,-განაცხადა ჭიქაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics