|
2016-09-21 18:14:49, 795 ნახვა
საზოგადოება
ვატიკანის საელჩოსთან რომის პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ვატიკანის საელჩოსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ორგანიზაცებით, რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ „ლოცვითი დგომის აქცია" გაიმართა. აქციის მონაწილეები საელჩოსთან პროტესტს ლოცვით გამოხატავდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „მათ არ სჭირდებათ რომის პაპის და კათოლიკური ეკლესიის ქადაგება“. "ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდის საქადაგებლად და ის არის აგრესორი. ჩამოდის, რომ აცდინოს მართმადიდებელი ერი. პარაკლისს ვატარებთ, რომ ეს ადამიანი აქ არ ჩამოვიდეს", - განაცხადა დეკანოზმა გურამ გამცემლიძემ. ცნობისთვის, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" განცხადებაში პაპი ერეტიკოსად და „მამათმავლობის მფარველად" არის მოხსენიებული. „მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ევრ ერკვევა, თუ როგორი დამღუპველია პაპიზმი მართლმადიდებლებისთვის. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დიდ შეშფოთებასა და ვნებათაღელვას იწვევს მორწმუნე ერში. როგორც ვატიკანის რადიომ განაცხადა, „პაპი განახორციელებს სამოციქულო ვიზიტს კავკასიაში“, რაც უკვე მრავლისმთქმელია. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მართლმადიდებულ სამყაროში განუზომლად დიდია, როდესაც სხვა ეკლესიების მორწმუნენი იმედის თვალით შეჰყურებენ ჩვენს ეკლესიასა და პატრიარქს, ეს ვიზიტი, პაპთან შეხვედრა,ის ანტიეკლესიური ეტიკეტი, როგორიცაა ამბორისყოფა, მწვალებლური საკრებულოს „წმინდა საყდრად“ მოხსენიება, არქიერეტიკოსთან ერთად თანალოცვა, პაპის შესვლა მართლმადიდებლურ ტაძარში და იქ ნებისმიერი ქმედება, ყოველივე ის, რაც საეკლესიო სამართლით აკრძალულია და მკაცრ სასჯელს ექვემდებარება, დაამცრობს ჩვენი ეკლესიისა და მისი პატრიარქის ავტორიტეტს, იმედს გაუცრუებს ქართველ და არაქართველ მორწმუნეებს“, - ნათქვამია „მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)