2016-09-21 16:46:32, 1373 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3195 ლარი გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3195 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3191 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.5858 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5928 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან