06:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:45:39, 513 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა

„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა.

პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან კონსულტაციები არ გამართულა.

„ტექსტი არის ნორმალური, მშვენიერი. მას გულით, სულით და გონებით ვუერთდები. ერთადერთი თხოვნა მაქვს კოლეგებისადმი, რომ ამდენ საუბარს, ჯობს გადავიდეთ საქმეზე. აგერ მე ჩემი წილი საქმე გავაკეთე, მათ მომზადებულ ტექსტში, მძიმე და წერტილი არ შემიცვლია, ყველაფერს ვეთანხმები, მოვაწერე ხელი. თავად ოცნებამაც მოაწეროს ხელი და ყველა პარტიამ თვითონ გასცეს პასუხი ამ თემას“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა:

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics