|
2016-09-21 14:47:18, 760 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი წინასაარჩევნოდ შეხვედრებს განაგძობს
მიხეილ ყაველაშვილი- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გასამმაგდა. უკვე დაწყებულია პროექტები, რომლებიც ახალი საცხოვრებლით დამატებით რამდენიმე ათას დევნილ ოჯახს უზრუნველყოფს” “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სანზონა - ნაძალადევის მე-18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ ყაველაშვილი სასტუმრო „ქართლსა“ და „ოქროს საწმისში“ შესახლებულ დევნილებს შეხვდა. „ ჩვენ ერთად გადავჭრით არსებულ პრობლემებს და ერთად მივაღწევთ კეთილდღეობას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მე არ ვაპირებ თქვენგან შორს ყოფნას, ის პრობლემები რაც დღეს არსებობს თქვენს ოჯახებში, ერთად უნდა მოვაგვაროთ, გავერთიანდეთ იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სანზონა - ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის ოთხ პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც გააცნო: „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის დევნილების პრობლემის მოგვარების გზები. ჩვენ 12 000 მდე ადამიანს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართი და ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლებით“. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)