23:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 14:41:26, 606 ნახვა

საზოგადოება
კახეთში ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასმა მევენახემ ჩააბარა

 21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა  56 ათასი ტონა ყურძენი. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 48,7  მლნ ლარი შეადგინა. 

უწყების ცნობით, კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 6 136 ტონა. სულ გადამუშავებულია 28,2 ათასი ტონა რქაწითელი, 24 ათასი ტონა საფერავი,  2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 20,1  ათასი ტონა, ყვარელი - 13,6  ათასი ტონა, თელავი - 12,3 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  1080 ტონა, საგარეჯო -  622 ტონა და ახმეტა -  562 ტონა.  

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 62 ღვინის კომპანია, მათ შორის, 13 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;  საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი;  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic .
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics