|
2016-09-21 14:34:11, 619 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ თურქული სკოლის მუშაობის შეჩერებას მოითხოვს
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს, ვიდრე სკოლა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში არ მოექცევა. სამნიძის განცხადებით, სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მასზე მერიას ნებართვა არ გაუცია. „ფაქტია, რომ სკოლა გაიხსნა და მას ესწრებოდნენ თურქეთიდან ოფიციალური პირები. სკოლა ისე გაიხსნა, რომ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საქართველოს განათლების სამინისტროსთან. აღნიშნული ადასტურებს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს. მოვითხოვთ, სანამ სრულად არ იქნება სკოლა მოქცეული ქართულ კანონმდებლობაში, შეჩერდეს მისი ფუნქციონირება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ სკოლას და იმედია, მალე მოექცევა კანონის ფარგლებში",-აღნიშნა სამნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)