|
2016-09-21 13:05:21, 658 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ცუდია, თუ სახალხო დამცველი ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმეებში
"ცუდია, თუ სახალხო დამცველი ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმეებში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ივანიშვილის თქმით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მას შეფასების გაკეთება არ სურს, თუმცა ფიქრობს, რომ არამიზნობრივად დახარჯული 5 მილიონი ლარის საკითხი კითხვებს აჩენს. "სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრს გამოთქვამს სასამართლოს დამთავრებამდე, ძალიან ცუდია. ის ასწრებს სასამართლოს და ერევა მის საქმიანობაში. მე პირადად არ მომისმენია მისი ეს განცხადება, ზოგადი დამოკიდებულებაა, რომ არ არის დამტკიცებული, რომ მათ ეს ჯიბეში ჩაიდეს, ეს ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად გაფლანგული 5 მილიონი ლარი კითხვებს იწვევს. მე არ ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნები გავაკეთო, დაველოდოთ სასამართლოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)