|
2016-09-21 12:41:26, 971 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის შეფასებით, ცუდია, რომ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმება ხდება საჭირო
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური პარტია ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს მოაწერს. თუმცა, როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტი, რომ ასეთი დოკუმენტის საჭიროება დადგა, ცუდია. ივანიშვილის განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის, რადგან, მისივე თქმით, სწორედ ხელისუფლებაა ვალდებული, დაპირისპირებები არ მოხდეს. „მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ მოხდეს ამის საჭიროება. ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, რომ მათივე აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად, დაპირისპირება. ერთი პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. როცა პოლიტიკაში მოვედი, საშუალება არ გვქონდა მოსახლეობას შევხვედროდით. მათ ჰყავდათ ე.წ. ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტიკრივში გადადიოდა, ქვების სროლაც იყო, ამიტომ ძალიან რთული იყო მოსახლეობასთან გასაუბრება. ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის. ცალკეული პროვოკაციები არის სხვადასხვა პარტიებიდან, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ეს ინიციატივა შემთხვევითი არაა, ეს პრევენციის ერთ-ერთი გზაა, რადგან ხელისუფლება ვალდებულია ასეთი დაპირისპირება არ მოხდეს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)