06:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 12:27:48, 1314 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი "ჰეროკრატიაზე": ჩემს მეუღლეს პირველი-ორი სერია ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი

პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, მე ვუყვებოდი მას, მაგრამ ცრემლის გარეშე ვერ მოვყევი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფილმ heroკრატიას.

მისი თქმით, საქართველოსა და ბევრი ქვეყნის ისტორიას, საკუთარი ხელისუფლებისგან საკუთარ მოსახლეობაზე არ ახსოვს ისეთი ზეწოლა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, ფილმი საქართველოს მოქალაქეზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე უცხოელზე, ვინაიდან, ქართველებმა  კარგად იციან, რაც ხდებოდა.

„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელიწადი იყო ძალიან განსაკუთრებული, შეიძლება მსგავსი საქართველოს და კიდევ ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საკუთარი ხელისუფლებისგან ასეთი ზეწოლა მოსახლეობაზე უპრეცედენტო იყო. ამ ფილმს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას არ აირჩევს სწორად. მე არ მივადევნებ თვალს რეიტინგს. „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ არ აწყობთ ამ ფილმის მაღალი რეიტინგი. ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, მე ვუყვებოდი. ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა, თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ესეიგი მომეწონა. კარგად აღადგინა სურათი, რაც ხდებოდა. არამგონია უცხოელებზე მოახდინოს ასეთ შთაბეჭდილება, რადგან კარგად ვიცოდით რა ხდებოდა, შესაბამისად, როცა საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, უცხოელისგან განსხვავებული განცდები ექნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics