|
2016-09-21 10:42:39, 789 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: საჭიროა თქვენი მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეთ ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯავახიშვილის, რეხისა და მეუნარგიას ქუჩებზე რაიონის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან ქვეყნის გარშემო არსებული გლობალური და ლოკალური პრობლემების შესახებ ისაუბრა. ყურადღება არსებული ვითარების ფონზე განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გავაკეთეთ იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი, განვახორციელეთ გადარჩენის პოლიტიკა, რაც აუცილებელი იყო მრავალწლიანი ავტორიტარული მმართველობისგან დაჩაგრული ხალხისათვის. მას შემდეგ დაიწყო მშენებლობა. ახლა საჭიროა თქვენი მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეთ ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრას ჯავახიშვილის ქუჩაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)