2016-09-21 10:27:28, 1560 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „იერიხოს“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან