04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 23:20:35, 785 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი: კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, - ამათ დაღუპეს საქართველო

კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, - ამათ დაღუპეს საქართველო, ამის შესახებ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
 
პირველმა ლეიბორისტმა კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ქეთი დოლიძე გააკრიტიკა.მისი თქმით, მათ გაყიდეს საქართველო და როგორც მიშას გვერდით, ასევე ბიძინას გვერდზეც ესენი დგანან.

„კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, - ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. მიშას გვერდზეც ესენი იდგნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დგანან. ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია და მათი დრო უნდა დამთავრდეს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და თქვა, რომ ეს პირები „კუჭიერებაზე გადასული“ ადამიანები არიან.

მან პარტიის წევრები წარადგინა და თქვა, რომ პარტიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს „ქარიზმატული, ავტორიტეტული და მიმზიდველი ლიდერი“, თუმცა, მისივე თქმით, "ერთი ლიდერი, როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე ერთი ლიდერი ვერაფერს უშველის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics