04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 21:00:33, 741 ნახვა

პოლიტიკა
“ვინც ვერ დარწმუნდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება არ შეიძლება, ვერც ამ კადრების ნახვით დარწმუნდება”

”არ მგონია ამ მასალების გამოქვეყნებამ, ვინმეს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ენმ-სთვის ხმის მიცემა, მას ხელი ააღებინოს ამ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი მტკიცებულების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ მტკიცებულების მოპოვება და კუდ-ის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება ადრე მომხდარიყო, რათა სპეკულაციის საშუალება არავის მისცემოდა. მისივე განცხადებით, 26 მაისის საქმე არაა რომელიმე პოლიტიკური კონიუნქტურის ჭრილში განსახილველი მოვლენა, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. 

”ეს საზარელი მოვლენა, რაც საქართველოში მოხდა 2011 წლის 26 მაისს, ვერ წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. დღეს ჩვენ ამ კადრებმა გაგვახსენა ის ყველაფერი, რაც ერთად ვნახეთ და ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო საზარელი დანაშაული, ჩადენილი სახელისუფლებო სისტემის მიერ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დანაშაულის გამოძიება დაიწყო 4 წლის წინ. რამდენიმე დამნაშავეს მიესაჯა სასჯელი. იყო განცდა, რომ ეს არ იყო სრულყოფილი გამოძიება და ამიტომ კარგია თუ პროკურატურას დღეს აქვს ახალი სამხილები და ახალი მასალები. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო უფრო ადრე და არ იყოს სპეკულაციების საშუალება. მე არ მგონია რომ დღეს ამ მასალების გამოქვეყნებამ, ვინმეს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემა, მას ხელი ააღებინოს ამ გადაწყვეტილებაზე. მე ნამდვილად ვიცი, რომ ამას საარჩევნო გადაწყვეტილებებზე გავლენა ვერ ექნება, რადგან ვინც დღემდე ვერ დარწმუნდა, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მობრუნება, ის ვერც ამ კადრების ნახვით დარწმუნდება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics