18:23 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 18:15:58, 1327 ნახვა

კომენტარი
გია ლორთქიფანიძე: როდის მომიხერხდება ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას ოდესიდან პასუხობს.

ოდესის მთავარი სამმართველოს უფროსი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ის შვებულების არ ქონის გამო საქართველოში ვერ ჩამოვა.

მისივე თქმით, 2012 წლის 26 მაისის საქმეზე ჩვენება უკვე მისცა.

”მე 26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისამდე და როცა პროკურატრას რაიმე კითხვა გააჩნდა, ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი. დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაკიკთხვაზე იბარებს და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
აშშ-ის ყოფილი ელჩი ოცნებას: სირცხვილია
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics