|
2016-09-20 15:11:31, 510 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატები სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად კაკაბაძისა და შარაშიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდენენ. „ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვაცნობთ თუ რა გაკეთდა განვლილი 4 წლის განმავლობაში და რას ვაპირებთ მომავალში. არის გლობალური პროექტები, რომელთა შესახებ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ეს გახლავთ ჯანდაცვის, ეკონომიკის, დასაქმების და სხვა მიმართულებები. გარდა ამისა ვეცნობით მოსახლეობის მოთხოვნებს, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, ეს შეიძლება იყოს გზა, მიწისქვეშა კომუნიკაცია. ჩვენ ამ საკითხებს ვსწავლობთ და მათთან ერთად ყველა ეს პრობლემა დაყვანილი იქნება მინიმუმამდე“, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო პროგრამა არის გათვლილი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, ძლიერი ეკონომიკის შექმნაზე და მოსახლეობის დასაქმებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად ვიზრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობაზე“-აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია, რომელმაც მოსახლეობას განვლილი 4 წლის განმავლობაში განხორციელბული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მოსახლეობას წარუდგინა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა. 8 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)