|
2016-09-20 15:02:13, 552 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს არნოლდ რუუტელს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე მთავრობის ადმინისტრაციაში, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს არნოლდ რუუტელს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ესტონეთის რესპუბლიკის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აღნიშნულ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება . არნოლდ რუუტელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ესტონურ გამოცდილებაზე და მასთან დაკავშირებული გამოწევები და შესაძლებლობები მიმოიხილა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიული გეო-პოლიტიკური მდებარეობის მხრივ ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებსა და 2017 წელს ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პრიორიტეტებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)