04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 15:01:07, 876 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოში კამპანია "ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა დღეს კამპანია "ინფორმირებული ამომრჩეველი" დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში კანდიდატმა საინფორმაციო მასალები წყალტუბოს ბაზარში დაარიგა. ცოტნე ზურაბიანის თქმით კამპანიის მიზანია ამომრჩევლები არჩევნებზე ინფომირებულები მივიდნენ და გათვიცნობიერებულად გააკეთონ არჩევანი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ.

"ვიწყებ დაპირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგებას. აქ ის დაპირებებია, რასაც შეხვედრების დროს ამომრჩეველს ვეუბნებოდი. საინფორმაციო მასალის დარიგება კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. კარგი იქნება თუ თითოეული აქ მაცხოვრებელი წერილობითი ფორმით არსებულ ინფორმაციას გაეცნობა. ჩემი მიზანიც ეს არის, რომ არჩევნებზე მოვიდეს ინფორმირებული ამომრჩეველი და გააზრებულად გააკეთოს არჩევანი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ. ყოველდღე მეგობრებთან ერთად პირადად დავარიგებ საინფორმაციო მასალებს", - განაცხადა ზურაბიანმა.

საინფორმაციო მასალები (ბროშურა, ტრიპლეტი, ბუკლეტი და გაზეთი) საარჩევნო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს კანდიდატმა ბაზარში მომუშავეებს, სალონებში დასაქმებულებსა და სამარშუტო ტაქსის მძღოლებს დაურიგა.

მასალების დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში, დილის საათებში გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა სეგმენტურ ჯგუფებთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics