|
2016-09-20 14:30:25, 682 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმის ხელმოწერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და პარტიებს კვლავ მემორანდუმის ხელმოწერისკენ მოუწოდებს. „მართალია, მემორანდუმი არ არის არჩევნების მშიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი, გარანტი პირველ რიგში კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა. კანონის დაცვაც კი, პრეზიდენტის აზრით არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის, უპირველესყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და პირადი პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად დაიცვას ყველა უფლება, აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)