04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 13:05:38, 724 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება"  დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა.

თემურ ხუბულურმა შეკრებილ ამომრჩევლებს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხთა ნუსხა გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებასა და საპენსიო რეფორმას დაეთმო.

„ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. ასეთი სისტემა ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება“, -აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის „ქართული ოცნება“ გეგმავს რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ- ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. ამასთან, როგორც ხუბულურმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო.

„შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია (2015-2020), რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება“, - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics