2016-09-19 19:18:36, 1510 ნახვა
სამართალი
სადახლოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
17-18 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (202,09 გრ) ნაკეთობების, საქართველოში შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15,148.53 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა ჯამში 15148.53 ლარის ოდენობით.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან