|
2016-09-19 17:19:43, 1924 ნახვა
კომენტარი
სანიკიძე: ბატონო ბიძინა, უჩემოდ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ - ესაა ქურდობა
გაკვირვებული ვარ, არ მოველოდი ბიძინასგან ასეთ სიმჩატეს, რისი თქმაც მინდა ის ისმენს და იმეორებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჩაწერილ სიბინძურეს, - ასე გამოეხმაურა "ეროვნული ფორიმის" წევრი, გუბაზ სანიკიძე, ივანიშვილის განცხადებას, რომ სანიკიძემ მილიონი ვერ იშოვა და ამიტომაა გაღიზიანებული. როგორც სანიკიძემ "TV-პირველის" ეთერში განაცხადა, მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი არაფერი სჭირს. ,,როგორც ჩანს ვერ დააზუსტა ჩემი ნათქვამი. მე იქ ვამბობ, რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე და მერე უნდა ვიშოვო ფული-მეთქი, ამიტომ ის ცრუობს. მე არ მჭირს არაფერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი, მე 89 წლიდან ვარ პოლიტიკაში, რაც მთავარი ჩემთვის სამწუხაროა, ისეთი გავლენიანი ადამიანი იყენებს ფარულ ჩანაწერებს. ბატონო ბიძინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში, უჩემოდ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ ესაა ქურდობა", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)