|
2016-09-19 16:45:41, 673 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტი: პირი, რომელსაც არ უფიქსირდება შემოსავალი, როგორ სწირავს პარტიას ფულს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პაატ ბურჭულაძის პარტიის შემომწირველების დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, უცნაურია თუ როგორ სწირავს პირი, რომელსაც არ აქვს სამსახური, პოლიტიკურ პარტიას ფულს. "ჩვენთვის მიუღებელია განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება არანაირ საფუძველს და განპირობებულია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის პიარისთვის. გადაწყვეტილება ოქმის შედგენასთან დაკავშირებით ეფუძნება მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც არის შემოსავლების სამსახურში დაბეგრილი შემოსავლის შესახებ ან თავად ამ პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით და როდესაც პირი ამბობს, რომ მას აქვს ვალი, ვერ ასაბუთებს ვერანაირ შემოსავალს, არ უფიქსირდება არანაირი ხელფასი და აქვს მაგალითად ლომაბარდის, ან მიკრეოსესხი, რომლის გადასხდასაც ვერ ახერხებს და ამ დროს სწირავს ფულს პარტიას, აჩენს ეჭვს რის საფუძველზეც ვაგზავნით სასამართლოში", - განაცხადა აზნაურაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)