03:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 15:27:30, 658 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: პარტიების ნაწილი დასავლეთზე, ნაწილი- ჩრდილოეთზეა დამოკიდებული, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ

პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი- ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ, - ამის შესახებ პარტია ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, პარტია იმითაა გამორჩეული, რომ არც ერთი მხრიდან არ ფინანსდება და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე აპირებს ხმების მოპოვებას.

”პოლიტიკური პარტიების ნაწილი დამოკიდებულია დასავლეთზე, ნაწილი ჩრდილოეთზე, ჩვენ კიდევ ღმერთის ანაბარა ვართ. ჩვენ ამ შემთხვევაში არც ერთი მხრიდან არ ვფინანსდებით. ინტერესი ორივე მხრიდან ჩვენს მიმართ მაინცდამაინც დიდი არ არის, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან. იმიტომ, რომ ჩვენ ღიად ვურტყამთ ნატო-ს, მიგვაჩნია, რომ ნატო არის აბსურდული და შესვლის შემთხვევაშიც კი შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს. გამომდინარე აქედან, მათ ინტერესებში არის ჩვენ მაქსიმალურად დაგვასუსტონ და არ მოგვცენ ბარიერის გადალახვის საშუალება. ჩრდილოეთის მხირდან ჩვენს მიმართ ნაკლები ინტერესი გამოიხატება იმით, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსულ ინტერესს ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთიანობის სარგებელს სჭირდება”, - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე განმარტებით, პარტიას ნორმალური რეიტინგი აქვს, თუმცა ის გარემო, რომელიც წინასაარჩევნოდაა შექმნილი სხვადასხვა პარტიებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს.

”ჩვენს პარტიას პრაქტიკულად დაბლოკილი აქვთ მასმედასაშუალებები, რეიტინგული გადაცემები, რომლებიც ყველაზე ყურებადია და საარჩევნო სუბიექტების პოპულარიზაციაზე გავლენას ახდენენ. თავისთავად ცხადია, რომ ამ პირობებში ჩვენ დიდი პრობლემები გვექმნება. მე მგონი, ეს მაინც იმის ბრალია, რომ მასმედიის საშუალებების უმრავლესობა სხვადასხვა ფორმით დასავლეთის გავლენის ქვეშ არის. რამდენადაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ აბსოლუტურად პროქართულია, ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული, ეს მიუღებელია დასავლეთისთვის, უფრო ამერიკელებისთვის”, - განაცხადა მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics