|
2016-09-19 14:40:53, 709 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: რა კავშირშია „ნაციონალურ მოძრობასთან“ ჭელას მინარეთის საკითხი, აუხსნელია
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ჭელას მინარეთის პრობლემა ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურების ტლანქი მოქმედებების შედეგად წარმოიშვა. ამასთან, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას წიკლაურმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს სურს დღეს არსებული ყველა პრობლემა ოპონენტებს გადააბრალოს. „რა კავშირშია „ნაციონალურ მოძრობასთან“ ჭელას მინარეთის საკითხი გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილს სურს, ყველაფერი სხვას გადააბრალოს. რეალურად, ყველამ ვიცით თუ როდის წარმოიშვა ეს პრობლემა, ეს მოხდა სახელმწიფო სტრუქტურების ტლანქი მოქმედებების შედეგად. ეს ის პერიოდია, როდესაც რელიგიურ ნიადაგზე სხვა სოფლებსა და ქალაქებშიც მსგავსი დაპირისპირებები მოხდა. ეს ყოველივე კი დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რომელიც დღეს საქართველოშია. გადაბრალა სხვაზე, მით უმეტეს, ისეთ ხელისუფლებაზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი გახდა და არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით გამორჩევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის გუნდის მთელი სტრატეგია დღეს არსებული პრობლემების სხვისთვის გადაბრალებაა“, - განაცხადა წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სამცხე-ჯავახეთში მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჭელას მინარეთთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო პროვოცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)