|
2016-09-19 14:26:56, 2090 ნახვა
მსოფლიო
ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელის არჩევნებზე რამზან კადიროვი ხმების 97%-ს აგროვებს
ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელის არჩევნებზე რამზან კადიროვი ხმების 97 პროცენტს აგროვებს. ასეთია ბიულეტენების 15,16 პროცენტის დამუშავების შედეგები, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალებსი ინფორმაციით, კადიროვის გარდა, ჩეჩნეთის ლიდერის თანამდებობისთვის "ზრდის პარტიის" წევრი იდრის უსმანოვი, "სპრავედლივაია რასიას" რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი სულთან დენილხანოვი და რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე გაირსოლტ ბასაევი იბრძვიანი. კადიროვის განცხადებით, რუსეთის ცენტრალურ კომისიაში ჩეჩნეთის არჩევნები შეაფასეს, როგორც მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ორგანიზებული. ამასთან, მისი მონაცემებით, რეგიონში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 18 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 84 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის, რამზან კადიროვის უფლებამოსილება მარტში ამოიწურა. მას შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)