|
2016-09-19 14:21:35, 1918 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებული ბომბების იდენტურია
17 სექტემბერს ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და შემთხვევის ადგილთან აღმოჩენილი მეორე ხელნაკეთი ბომბი დამზადებული იყო ბოსტონის მარათონზე 2013 წელს აფეთქებული მოწყობილობების იდენტურად, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დეტონატორებად ასაფეთქებელ მოწყობილობებში მობილური ტელეფონები და საშობაო ნათურები იყო გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია 5 ადამიანი, თუმცა ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მომხდარს ტერორიზმის აქტი უწოდა. ცნობისთვის, 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს ორი ბომბის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 260 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)