14:36 - 22 Jul, 2026
|
2016-09-19 12:01:38, 1916 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს
სტამბოლში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად პოლიციამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულები წარმოშობით აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის ზოგიერთი მანამდე სირიაში ექტრემისტების რიგებში იბრძოდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სტამბოლის რაიონ ფათიჰში 23 სახლი გაჩხრიკა. შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანების მიზნით ათასობით უცხოელი სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა. მათი მარშრუტი ხშირ შემთხვავში თირქეთით გადიოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)